გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებთან და ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით: სამწუხაროდ, კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიწყო, დღემდე გრძელდება. ამ კონფლიქტთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, FIG-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, FIG-ის წესდების ახალი 13.3 მუხლის საფუძველზე, რომელიც ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან, დაადასტუროს 2022 წლის 26 თებერვალს და 2022 წლის 4 მარტს მიღებული ზომები დარჩეს ძალაში. კერძოდ გადაწყცეტილება რომლის მიხედვითაც რუს და ბელორუს სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს, მათ შორის მსაჯებს, არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ FIG შეჯიბრებებში ან FIG-ის მიერ სანქცირებულ ღონისძიებაში შემდგომ გაფრთხილებამდე. წინამდებარე ზომები ძალაში შედის დაუყოვნებლივ და ცვლის და ანაცვლებს FIG-ის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ადრე მიღებულ ყველა ზომას. FIG მუდმივად მონიტორინგს გაუწევს საერთო სიტუაციას და შესაძლოა გადააფასოს ეს ზომები გარემოებების ევოლუციის მიხედვით.