ოთხი გუნდი და ოთხო ოქრო

მიმდინარე წლის 1-2 ინვისს ქ.ბაქოში გაიმართა მეორე საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის. მონაწილეობა მიიღო 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, სიერა ლეონეს, და მონღოლეთის 60 გუნდმა. შარშან, პირველ ტურნირზე, საქართველოს ჰყავდა 1 გუნდი, წელს ჩვენ წარვსდექით 4 გუნდით: Acro Family, Dio Dance Seniors, Dio Dance Juniors, Dio Dance Pre-Juniors. საქართველოს 4-ივე გუნდმა მშვენივრად იასპარეზეს და დაეუფლნენ ოქროს მედლებს. გარდა ამისა, რუსთავის გუნდმა ,,Acro Family,, ვარჯიშის უზადოდ შესრულებისთვის მიიღო სპეციალური თასი რომელიც მათ გადასცა აზერბაიჯანის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა ბატონმა ფარიდ გაიბოვმა და მისმა მოადგილემ ქალბატონმა მარიანა ვასილევამ. ასევე, ტურნირის ფარგლებში შედგა შეხვედრა ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყველასათვის ტექნიკური კომიტეტის წევრს ბატონ რუსლან ეივაზოვსა და საქართველოში ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი გეგეჭკორს შორის სადაც განხილული იყო საქართველოში თეორიული და პრაქტიკული სემინარის ჩატარების საკითხები. ვულოცავთ ყველა მონაწილეს, მათ მწვრთნელებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!