თბილისის ჯიმნაესტრადა 2024

მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს მე-4 საერთაშორისო ტურნირს დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტანვარჯიში ყველასათვის არის მასობრივი სპორტის დისციპლინა. ამ დისციპლინის განვითარება საქართველოში დაიწყო 2018 წლიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით და ხელშეწყობით. ტანვარჯიში ყველასთვის არის როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ტანმოვარჯიშეებისთვის, სპორტსმენებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია მოძრაობა მუსიკის თანხლებით რამდენიმე ტანვარჯიშის ილეთის შესრულებით. პირველი ,,თბილისის ჯიმნაესტრადა" ჩატარდა 2021 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და აზერბაიჯანის გუნდებმა, 105 მონაწილით, ხოლო შარშან უკვე 350 მონაწილე აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და საქართველოდან. წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება ჯიმნაეასტრადა და მასში მონაწილეობას მიიღებს 900 მონაწილე. ღონისძიება ჩატარდება უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ,,ოლიმპიურ სასახლეში". 27 აპრილს მთელი დღე იქნება საპოდიუმო ვარჯიშები, 28 აპრილს 11:00 საათზე იქნება საზეიმო აღლუმი და გახსნა. დასწრება თავისუფალია.