ნინო, ანა, მაია--ევროპის ჩემპიონები!

დღეს, პორტუგალაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. პირველივე დღეს საქართველომ მოიპოვა ოქროს მედლები! ყველაფერი დაიწყო, გოგონების, ახალგაზრდული, გუნდური საკვალიფიკაციო ეტაპით სადაც ასპარეზობდნენ: ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე. ჩვენმა გოგონებმა ყველას აჯობეს კვალიფიკაციაში და 276.00 ქულით პირველი ადგილი მოიპოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა ფინალური ასპარეზობა და აქაც ჩვენმა გოგონებმა არ დათმეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული ადგილი და დაეუფლნენ ოქროს მედლებს! ვულოცავთ გოგონებს ამ გამარჯვებას, ასევე ვულოცავთ მათ პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდის უფროსს მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს! გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს!