ოქრო და ორი ვერცხლი რიგიდან

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’ბალტიკ ჰუპ-2018’’, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა სალომე ფაჟავამ.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ 33 სპორტმენს შორის მრავალჭიდში 64,900 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და წინ მხოლოდ უკრაინელი ვლადა ნიკოლჩენკო გაუშვა, რომელსაც ოთხი საგნის ჯამში 65,900 ქულა დაუგროვდა. მესამე ადგილზე ბულგარელი კატრინ ტასევა გავიდა-63,000 ქულით.

ცალკეულ საგნებში სალომე ფაჟავამ ბურთით ვარჯიშში ყველას აჯობა და ტურნირის ოქროს მედალი ერგო, რგოლით ვარჯიშში კი, კვარლცხბეკის მე-2 საფეხურზე ავიდა. გურზებით ასპარეზობაში სალომე მე-6 იყო, ხოლოდ ბაფთით ვარჯიშში მე-8 ადგილს დასჯერდა, რადგან ერთ-ერთი ელემენტის შესრულებისას სიმაღლეზე ასროლილი ბაფთა ხალიჩის თავზე გამავალ ერთ-ერთ ძელაკს ჩამოეკიდა, რამაც, ცხადია, ქულებზე გავლენა იქონია.

ვულოცავთ სალომეს წარმატებულ გამოსვლას რიგაში და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.

სურათები