გილოცავთ ბატონო ლერი

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია საუკეთესო სურვილებით დაბადების დღეს ულოცავს სეოკ-ის პრეზიდენტს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1992), სეულის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორს (1988), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორს (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონს (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელს (1991), მსოფლიოს ჩემპიონს ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონს (1986), სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერს ბატონ ლერი ხაბელოვს