ევროპის ჩემპიონატი: 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

დღეს, პორტუგალიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ბოლო დღეს გაიმართა ინდივიდუალური ნახევარფინალური და ფინალური ასპრეზობა როგორც სინიორებში ისე ახალგაზრდებში. დილით, ნახევარფინსლში ასპარეზობა დაიწყეს ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ვაჟებმა და გოგონებმა. მათ კარგად იასპრეზეს მაგრამ სამწუხაროდ ფინალისთვის ქულები არ ეყოთ. რაც შეეხებათ სინიორებს, აქ ჩვენ გვყავდა სამი ნახევარფინალისთი: გოლოვინა, რაგიმოვი და აფაქიძე. გოლოვინამ და აფაქიძემ ძალიან კარგად გაირეს ეს ეტაპი და ფინალში მოხვდნენ სადაც საუკეთესო 6 ევროპელეს შეურთდნენ მედლებისთვის ბრძოლაში. ეს უკვე დიდი წარმატება არის როდესაც საქართველოს 2 სპორტსმენი მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ფინალში ანანო აფაქიძემ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ლუბა გოლოვინამ მე-8 ადგილი. შეგახსენებთ ჩვენი ბატუტისტებისთვის ეს ძალიან წარმატებული ჩემპიონატი გამოდგა და ჩვენ 11 ყველა სინჯის მედალი მოვიპოვეთ. პირველ დღეს ახალგაზრდულმა გუნდმა გუნდური პირველი ადგილი : ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. მეორე დღეს უფროსმა გოგონებმა გჯნდურ ასპარეზობაში ვიც-ჩემპიონები გახდნენ: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. მესამე დღეს ახალგზრდების სინქრონული წყვილის ოქროს მედლები: მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. მეოთხე დღეს უფროსი გოგონების სინქრონული წყვილის ბრინჯაოს მედლები: ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. ვულოცავთ ჩვენ ბატუტზე ხტომებში სუპერ გუნდს ამ ბრწინვალე შედეგს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!