ვერცხლის ბიჭები

ამ დღეებში ბულგარეთის ქ. ვარნაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. ევროპის საუკეთესო სპორტული აკრობატები ეჯიბრებიან ერთმაბეთს ევროპის პირველობისთვის. მათ შორის არიან ჩვენი ნაკრები გუნდის გოგონები და ვაჟები. გუშინ გვიან ღამე, ვარნიდან, მოგვივიდა სასიხარულო ინფორმაცია რომ ჩვენმა ვაჟთა წყვილმა: საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ სტატიკურ ვარჯიშში მე-2 ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!