თბილისის ჯიმნაესტრადა 2024

მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისმა უმასპინძლა მე-4 საერთაშორისო ტურნირს ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტურნირში მონაწილობა მიიღო საქართველოს და აზერბაიჯანის 66 გუნდის 1000-მდე მონაწილემ. მონაწილეთა ასაკი მერყეობდა 3 წლიდან 50 წლამდე. აღნიშნული ტურნირი პირველად 2021 წელს ჩატარდა და მასში 105 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. წელს ტურნირი ჩატარდა მონაწილეთა გაათმაგებული რაოდენობით. გარდა ამისა მოიმატა საქართველოდან მონაწილე გუნდების გეოგრაფიამაც. ტურნირში პირველად მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის და ახალციხის გუნდებმა. ასევე აღსანიშნავია ორი ჯგუფის მონაწილეობა: ზუმბა ფიტნეს საქართველო, რომლებმაც უკვე მეორედ მიიღეს მლნაწილეობა ტურნირში მათი შშმ წევრ პირებთან ერთად და ბაქსვუდის სკოლის პირველად მონაწილეობა ტურნირზე , რაც ძალიან სასიამლვნოა რადგან ვიმედოვნებთ რომ მომავალში მეტი შშმ პირი, მეტი სკოლის და უნივერსუტეტების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირს დაესწრო და თავისი გამოცდილება გაუზიარა საორგანიზაციო კომიტეტს ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიში ყველასათვის ტექნიკური კომიტეტის წევრი ბატონი რუსლან ეივაზოვი. მან აღნიშნა რომ ტურნირი ჩატარდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ტურნირის ჩატარების ხელშეწყობისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას. მადლობას ვუხდით ჩვენ კოლეგა აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციას იმისთვის რომ ყოველწლიურად აგზავნის გუნდებს ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. მადლობას ვუხდით სასტუმრო ,,Light House Old Tbilisi,,-ს სტუმრების მაღალ დონეზე მიღებისთვის. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თვითეულ მონაწილეს, მწვრთნელს, ქორეოგრაფს, კლუბის ხელმძღვანელს, ტექნიკურ სამსახურს და მოხალისეებს რომ დაგვეხმარეთ ასეთი გრანდიოზული და ლამაზი ღონისძიების ჩატარებაში! ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით!