სხილაძის ასპარეზობა ფინალში

იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. დღეს გაიმართა იარღების ფინალები სინიორებში. ტაიჭზე ვარჯიშში ასპარეზობდა საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი (სინიორი) ლევან სხილაძე. მან კარგად შეასრულა თავისი ვარჯიში და 14.233 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ლევანს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.