მეტი მედლები კოიმბრაში

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ დღეებში, ქალაქი კოიმბრა (პორტუგალია) მასპინძლობს მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს ბატუტზე ხტომებში. გუშინ, საერთაშორისო ტურნირზე, ჩვენმა გოგონებმა: ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ მოიპოვეს გუნდური პირველი ადგილი. დღეს, იმავე შეჯიბრზე, მარიამ გაბრიაძემ გუნდურ ოქროს დაუმატა ინდვიდუალური ოქრო (U12 კატეგორია) ხოლო ქრისტინე პლეხანოვმა იმავე კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ვაჟებში (13-14 კატეგორიაში) ლუკა ლომთათიძემ და გიორგი დელიბაშვილმა კი (U12 კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვერცლის მედალს ასევე დაეუფლა (13-14 კატეგორიაში) ნინო ქორიძე, ხოლო ბრინჯაოს (15-16 კატეგორიაში) მაია ბოჭორიძე. ვულოცავთ ჩვენს გოგო-ბიჭებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!