მადლობის სიგელი რუსუდან სიხარულიძეს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ ბატონმა ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი რუსუდან სიხარულიძე, მის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა ,,მადლობოს სიგელით,,-ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის!