გუნდური ოქრო

ამ დღეებში, ქალაქი კოიმბრა (პორტუგალია) მასპინძლობს მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს ბატუტზე ხტომებში. გუშინ, ჩვენმა გოგონებმა: ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ დაიწყეს ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირზე. მათ მშვენივრად გაართვეს თავი ვარჯიშებს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს! ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!