ევროპის ტანვარჯიში იწყებს ევროპის თასის ახალ სერიებს მხატვრულ ტანვარჯიშში

საყურადღებოდ: აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, ტექნიკური კომიტეტის წევრები, და შვილობილი ფედერაციები. ევროპის თასების სერია მიზნად ისახავს მაღალი დონის შეჯიბრებების წარდგენას ახალი და საინტერესო ფორმატებით. 2024 წლის პროგრამაში: „ჯვარედინი ბრძოლები“ მხატვრულ ტანვარჯიშში, ნოკ-აუტ რაუნდები ტანმოვარჯიშეებს შორის, რომლებშიც ერთი ტანმოვარჯიშე უშუალოდ ეჯიბრება მეორეს შემდეგ ეტაპზე მისასვლელად. ამ თასების დებიუტი იქნება ბაქოში (აზერბაიჯანი), 2024 წლის 29-დან 31 მარტამდე. მონაწილეობა ღიაა მსოფლიო დონის ყველა FIG წევრი ფედერაციისთვის, რომელსაც არ გააჩნიათ რაიმე სანქციები. ამ ღონისძიებისთვის დაწესებულია საპრიზო თანხები. ბაქოში გასამართი ევროპის თასის პროგრამა (AZE): ოთხშაბათი 2024 წლის 27 მარტი - ჩამოსვლა ხუთშაბათი 2024 წლის 28 მარტი – ვარჯიშები პარასკევი, 2024 წლის 29 მარტი - კვალიფიკაცია სინიორებისთვის RGI (ფედერაციიდან 1-2 ტანმოვარჯიშე , მინ. 4-დან მაქს. 8 ვარჯიშამდე თითო ფედერაციიაზე) და ჯგუფურები (მრავალჭიდის რეიტინგიდან) შაბათი, 2024 წლის 30 მარტი:

• კვალიფიკაცია იუნიორების RGI-სთვის (1 - 4 ტანმოვარჯიშე, მაქსიმუმ 4 ვარჯიში თითო ფედერაციიდან გუნდური რეიტინგით იუნიორების RGI, ფედერაციისთვის, რომელიც მონაწილეობს 1-ზე მეტი ტანმოვარჯიშეთ)

• RGI სინიორები – მრავალჭიდი – ჯვარედინი ბრძოლები (ტოპ 16, ფედერაციიდან მაქსიმუმ 2 ტანმოვარჯიშე ). კვირა, 2024 წლის 31 მარტი - საგნების ფინალი:

• საგნების ფინალები იუნიორები RGI, (ტოპ 8, ფედერაციიდან მაქსიმუმ 1 ტანმოვარჯიშე)

• საგნების ფინალები სინიორები (ტოპ 8, ფედერაციიდან მაქსიმუმ 1 ტანმოვარჯიშე)

• საგნების ფინალები სინიორი ჯგუფურები RGG (ტოპ ორშაბათი, 1 აპრილი 2024 - გამგზავრება თასის დირექტივები მალე გამოქვეყნდება და ევროპის ტანვარჯიშის ტანვარჯიშის ონლაინს ისტემა გაიხსნება 2024 წლის 12 იანვარს. ღონისძიებისთვის რეგსიტრაციის ვადები: - საბოლოო : 01.02.2024 - სახელობითი: 29.02.2024წ - საორგანიზაციომ კომიტეტში ჯავშნის გაკეთების: 09.02.2024 სამომავლოდ დაინიშნება შეჯიბრებების სერია. ევროპის ტანვარჯიში 14 დეკემბერი 2023 (ლოზანა-შვეიცარია)