ევროპის ჩემპიონატის გუნდური მეორე ადგილი

ამ წუთებში დასრულდა პორტუგალიაში მიმდინარე ბატუტზე ხტომებში ევროპის ჩემპიონატის გუნდური ასპრეზობა სინიორებს შორის. საქართველოს, ამ ასპრეზობაში წარმოადგენდნენ ჩვენი გოგონები: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. ჩვენმა გოგონემბა მშვენივრად გაართვეს თავი საკვალფიკაციო ეტაპს და პირველი ადგილით მოხვნენ ფინალში. ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. ბრძოლა გაიმართა ჩვენსა და საფრანგეთის ნაკრებ გუნდს შორის. ძალიან ცოტა დაგვაკლდა მოგებისთვის და საბოლოდ, მოვიპოვეთ ვერცხლის მედლები! ვულოცავთ, ჩვენს გოგონებს, მათ პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას.