ევროპის ჩემიპიონატი სპორტულ აკრობატიკაში 2023

ბულგარეთის ქ.ვარნაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში, სადაც ვაჟთა წყვილმა:საბა ჭელიშვილმა და ლევან ჯაკობიამ (მწვრთნელი-რ. სუპატაშვილი)ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გოგონათა სამეულმა: მელია ქრისტინემ,ნინო ჩქარიაულმა და ნინო დვალიშვილმა (მწვრთნელი: ე.ხუბულური, მ.გიგოლაშვილი) იასპარეზა დინამიკური ვარჯიშის ფინალში. საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში წვლილი მიუძღვის როგორც პირად მწვრთნელებს ასევე მთლიანად მწვრთნელთა კოლექტივს მთავარი მწვრთნელის ნინო ბერიანიძის ხელმძღვანელობით. ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს ჩვენს აკრობატებს!