ელისო ბედოშვილი იმსაჯებს პარიზი 2024 ოლიმპიადაზე

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო მსაჯების შერჩევა პარიზი2024 ოლიმპირი თამაშებისთვის. ჩვენი ფედერაციის მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა და ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის წევრმა ქალბატონმა ელისო ბედოშვილმა მიიღო მოწვევა პარიზი 2024 ოლიმპიურ თამაშებზე სამსაჯოდ. ვულოცავთ ქალბატონ ელისოს და ვუსურვებთ წარმატებებს!