ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის სტუმრობა

გუშინ, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ოფისს ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს თანამშრონელი ქალბატონი შუ ჰაიჯანი. ქალბატონი შუ შეხვდა ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს. განხილული იყო საქართველოს და ჩინეთის ტანვარჯიშის ფედერაციებს შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარების და განმტკიცების საკითხები. მათ შორის განხილული იყო ჩინეთიდან მაღალი დონის მწვრთნელების და სხვა სპეციალისტების ჩამოყვანა ტრეინიგების და ვორქშოპების ჩასატარებლად.