ბათუმის სპორტული კომპლექსი

ქ. ბათუმში მიმდინარეობს 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა. დარბაზი, დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება მათ შორის სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. დარბაზის შენებლობის დასრულება დაგემოლია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. სამშენებლო სამუშაობის მიმდინარეობას გაეცნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან სიხარულიძე და ვიცე-პრეზიდენტი ბესარიონ გამსახურდია, და ასევე, აჭარის ტანვარჯიშის ფედერციის პრეზიდენტი გურამ ოსანაძე.