ბარბარე ქაჯაია-ბრინჯაოს გოგონა

ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს მხატვრულ ტანვარჯიშში. ევროპის უძლიერესი სინიორი და იუნიორი ტანმოვარჯიშეები და ასევე ჯგუფურები გაარკევენ ევროპის ჩემპიონის და პრიზიორების ვინაობას. გუშინწინ ასპარეზობაში ჩაებნენ იუნიორი ტანმოვარჯიშეები. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარმოდგენდნენ ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევერები: ბარბარე ქაჯაია (ბაფთით ვარჯიში), ელენე წულუკიძე (რგოლით ვარჯიში), ლიზა კორძაძე (გურზებით ვარჯიში) და ნინო დათუნაშვილი (ბურთით ვარჯიში). ამ ოთხეულიდან ბარბარე ქაჯაიმა მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. მან 28.600 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილით მოხვდა ფინალში. გუშინ გაიმართა ფინალები ოთხივე საგანში (იუნიორებში). ბაფთით ვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავა ლიჩა მაიალიამ რუმინეთიდან 30.950 ქულით, მეორეზე გავიდა ბულგარელი სპორტსემენი დარა მალინოვა 29.600 ქულით, ხოლო, მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი ბარბარე ქაჯაია. ბარბარემ მშვენივრად იასპარეზა და 29.000 ქულით დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. 2012 წლის შემდეგ ეს ჩვენი ოუნიორი ტანმოვარჯიშეების პირველიო მედალია ევროპის ჩემპიონატზე. დღეს და ხვალ გაიმართება სინიორების და ჯგუფურების ასპარეზობა. ვულოცავთ ბარბარეს ამ დიდ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელს- საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსს მწვრთნელს ქალბატონ ელისო ბედოშვილს, მხატვრული ტანვატჯიშის მთლიან გუნდს და სრულიად საქართველოს!