5 ნახევარფინასტი ევროპაზე

როგორც უკვე გაცნობეთ, გუშინ, პორტუგალიაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. პირველივე დღე ჩვენი ბატუტზე მხტომელებისთბის იყო ძალიან წარმატებული და ჩვენ გვაქვს უკვე გოგონებში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი გუნდი! ამავდროულად ჩვენმა სამივე ჩემპიონმა გოგონამ: ნინო ქორიძემ, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ინვდივიდუალურ ხტომებში წარმატებით გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი და იასპარებენ ნახევარფინალში. ასევე, ჩვენმა ახალგაზრული ნაკრები გუნდის ვაჟებმა: ლუკა ლომთათიძემ და ცოტნე ჩხაიძემ გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი და იასპარეზებენ ნახევარფინალში. დღეს ევროპის ჩემპიონატზე სინიორი ბატუტისთბის პირველი სააპარეზო დღეა და ჩვენი გოგონათა გუნდი წარმოდგენილია შემდეგი შემადგელობით: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს!