23 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. განხილული იყო სხვადასხვა მიმდინარე საკითხები. ასევე, გაიმართა რამდენიმე ღონისძიება და დიჯლდოვებაც. სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა ჩვენი ფედერაციის ორ ღირშესანიშნავ წევრს: ბატონ ზაქარია სულაშვილს--საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და 1988 წლიდან დღემდე არის ბატუტზე ხტომებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც აღზარდა ბევრი განთქმული და წარმატებული სპორტსმენი. და ქალბატონ როზა ბერიკაშვილს--საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ტანვარჯიშში, სპორტის დამსახურებული მუშაკი,ღირსების ორდენის კავალერი. ვულოცავთ ბატონ ზაქარიას და ქალბატონ როზას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.