ვითიბი არენა--ტანვარჯიშის განახლებული ცენტრი

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მისი გენერალური სპონსორის ’’ვი თი ბი ბანკის’’ დახმარებით 2015 წლის 13 ივნისს ტრაგედიის შედეგად დაზიანებული თბილისის მუნიციპლიტეტის ტანვარჯიშის სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ვითიბი ბანკი 2014 წლიდან არის საქრთველოს ტანვარჯიშის ფედრაციის გენერალური სპონსორი და აქედან გამომდინარე ბანკმა გამოუხატა სრული თანადგომა ფედერაციას და სრულად დააფინანსა სამუშაოები. ტანვარჯიშის ცენტრის აღსადგენად ბანკმა გამოუყო ფედერაციას 1,400 000 ლარი. აღნიშნული თანხით დაფინანსდა შენობის სარემონტო სამუშაოები. ასვევე, ამ თანხით და ფედერაციის შუამდგომლობით შეძენილი იყო საჭირო უმაღლესი დონის ახალი სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა. განახლებულ ტანვარჯიშის ცენტრს ’’ვითიბი არენა’’ ეწოდა.
აღნშნულ სპორტულ ცენტრში მდებარეობს 2 დარბაზი, სადაც მიმდინარეობს ვარჯიშები ტანვარჯიშის სხვადასხვა დისციპლინებში. ყოველდღიურად ცენტრი ემსახურება ათასამდე ბენეფიციარს და მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი მოზარდებიც.
გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ: ’’ვი თი ბი ბანკის’’ ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ეროფეევი, ‘’ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ასევე, თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან სიხარულიძე, ვიცე-პრეზიდენტები ბესარიონ გამსახურდია, ინგა გიორგობიანი და ნელი სალაძე.
ასევე, აღსანიშნავია რომ ტანვარჯიშის განახლებული არენის გახსნაზე ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართულ ტანვარჯიშის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის 85 წლის საიბილეო თარიღთან დაკავშირებით საპატიო სიგელი გადასცა ტიტულოვან ქართველ ტანმოვარჯიშეს, ოლიმპიურ ჩემპიონს--გალინა შარაბიძეს.

სურათები: