ტანვარჯიშის მწვრთნელთა სერტიფიცირება

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ 24 მაისიდან-10 ივნისამდე სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა მოქმედმა და დამწყებმა მწვრთნელმა, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.

ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელთა სერტიფიცირების სისტემა დაინერგა მწვრთნელების კვალიფიკაციის შესამოწმებლად, შემდგომი განვითარებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

ტრენინგი ჩაატარეს სპორტის უნივერსიტეტის შემდეგმა მაღალკვალიფიციურმა თანამშრომლებმა : პროფესორი გიორგი ზუბიტაშვილი--საგანი ‘’საწვრთნელო ციკლები და სპორტული წვრთნების პრინციპები’’, ასოცირებული პროფესორი რუსუდან ქობალია--საგანი ‘’პედაგოგიკა ‘’, პროფესორი ქეთევან ბერიძე--საგანი ‘’პირველადი დახმარება’’ და ‘’სპორტსმენთა კვება’’, პროფესორი ქეთევან ინასარიძე--საგანი ‘’სპორტის ფსიქოლოგია’’, პროფესორი ლიანა კაკიაშვილი--საგანი ‘’ფიზიოლოგია’’, პროფესორი ნინო ქოჩაკიძე--საგანი ‘’სპორტული მორფოლოგია’’.

ასევე, შეიქმნა სპეციალური სალიცენზიო კომისია რომლის ძირითადი მიზანია მწვრთნელის საგანმანათლებლო და პროფესიული დონის, მისი პროფესიული საქმიანიბის ნაყოფიერების შეფასება , და დადასტურდება მოწმობით-სერტიფიკატით. სალიცენზიო კომისიაში შედიან: თავმჯდომარე (ფედერაციის პრეზიდენტი)-კონსტანტინე ლაშხი, მოადგილე (ასისტენტ პროფესორი)--მერაბ მეტრეველი, წევრი (პროფესორი)--მანანა მნათობიშვილი, წევრი (ასისტენტ პროფესორი)--ნიკო ლეშკაშელი, წევრი (ასისტენტ პროფესორი)--ნინო ბერიანიძე.

სურათები