7 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ამ ღონისძიებას დაესრნენ მინისტრები ,დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები.
კულტურისა და და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზოგადოებას დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
მან აღნიშნა , რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას თბილისსა და რეგიონებში. უახლოეს მომავალში იგეგმება ყინულის სასახლის, ჭიდაობის სახლის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის (რეაბილიტაცია-მშენებლობა), მძლეოსნობის მოედნის, სამთო-სათხილამურო სპორტის საზაფხულო სავარჯიშო დარბაზის, ფიზიკური აზღრისა და სპორტის უნივერსიტეტისა და სპორტული კოლეჯის მშენებლობას.
გარდა ამისა, რაც ჩვენთვის საყურადღებოა და მთავარია, დაგეგმილი არის ახალი ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა.