როგორც მოგეხსენებათ, 26 ივლისს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა ”თბილისი 2015’’. სულ ცხრა დისციპლინაში გათამაშდება მედლები, და მათ შორის არის ტანვარჯიშიც.
დღეს, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, რომელიც მდებარეობს ახალ დიღომში, დაიწყო ასპარეზობები ტანვარჯიშში. მონაწილეობას ღებულობენ როგორც გოგონებმა ასევე ვაჟები, 40 ქვეყნიდან. მათთან ერთად ჩამოსულები არიან მათი მწვრთნერლები, ფედერაციის საერთაშორისო მსაჯები და ხელმძღვანელი პირები. მათ შორის არიან ქართველი ტანმოვარჯიშეებიც. გოგონები: მაგდა რობაქიძე, მარია ბუცკიხ და პოლინა ბორზიხ, და ბიჭები: იოანე ჯიმშელეიშვილი, დმიტრი გოვოროვი და საბა აბესაძე.
ტანვარჯიშის ასპარეზობის დაგეგმარება, ორგანიზაცია, გაკონტროლება ხდება როგორც ’’თბილისი 2015’’ -ს საორგანიზაციო კომიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ, ასევე, უშუალოდ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი კონსტანტინე ლაშხის და თანამშრომლების მეშვეობით. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან: ბესარიონ გამსახურდია--სპორტული მენეჯერი, გიორგი გეგჭკორი--ვენიუ მენეჯერი, რუსუდან ხოფერია--სპორტული პროგრამების მენეჯერი, დავით ჩიჩუა--სპორტული კოორდინატორი, რუსუდან სიხარულიძე--მთავარი მსაჯი (გოგონები), ილია გიორგაძე --მთავარი მსაჯი (ვაჟები), ნინო გიორგაძე --ადმინისტრატორი, ირა პაშკოვა--სპორტსმენების მენეჯერი, IT გუნდი--გიორგი კალატოზიშვილი, ჯინა გვაჯავა, მარიკა ბიჩნიგაური, ზვიად პაპელიშვილი, ნანიკო ღუჭაშვილი--პირველადი სამედიცინო დახმარება და მსაჯები--სოფო ბოდაველი, ქეთევან ბოლქვაზე, გიორგი ახვლედიანი და ერა ხუნწარია.