სპორტული ტანმოვარჯიშეების წარმატება მოგილიოვში

მიმდინარე წლის 5-7 აპრილს ბელარუსის ქალაქ მოგილიოვში ჩატარდა ოლიმპიური ჩემპიონის ბაიტოვას სახელობის ღია რესპუბლიკური პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში. ამ ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ტანმოვარჯიშეებმა და მათ შორის საქართველოს ტანმოვარჯიშეებიც იყვენენ.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს საქრთველოდან : დაჩი დოლიძემ (პირადი მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი: ილია ვაშაკიძე) რომელიც 10 წლის არის და თბილისში ვარჯიშობს, და ლუკა კვირტია (პირადი მწვრთნელი და აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი: გურამ ოსანაძე) რომელიც ასევე 10 წლის არის და ბათუმში ვარჯიშობს..

ორივე ტანმოვარჯიშემ ძალიან კარგად იასპარეზა და I თანრიგში-მრავალჭიდში დაჩი დოლიძემ გაიმარჯვა , ხოლო ლუკა კვირტია გავიდა VI ადგილზე. გარდა ამისა დაჩიმ პირველი ადგილი დაიკავა ცალკეული იარაღების ფინალებში: თავისუფალი ვარჯიში და ღერძი, და მეორე ადგილი დაიკავა: რგოლებზე ვარჯიშში, და მესამე ადგილი დაიკავა : ორძელზე და ტაიჭზე ვარჯიშში. რაც შეეხება ლუკას მან მესამე ადგილი დაიკავა ბჯენით ხტომებში.

ვულოცავთ, ჩვენ პატარა ტანმოვარჯიშეებს ასეთ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს

სურათები