სპორტული აკრობატიკა: ეროვნული სამსაჯო კურსები

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ ,მიმდინარე წლის 20-23 აპრილს , თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე , ჩაატარა ეროვნული სამსაჯო კურსები სპორტულ აკრობატიკაში. კურსების ორგანიზაციულ მხარეს ხელმძღვანელობდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სპორტულ აკრობატიკაში ქალბატონი ინგა გიორგობიანი. სემინარს არტატერბდნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ნინო ბერიანიძე, დალი ფეიქრიშვილი და მარიამ გიგოლაშვილი. ასევე, ესწრებოდა , დამოუკიდებელი მეთვალყურის როლში ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი ბატონი გიორგი გეგეჭკორი.

სემინარის მსვლელობისას აპლიკანტებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი 2017-2020 წლების ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის წესდების და წესების შესახებ და განემარტათ თუ რა სახის გამოცდა იქნებოდა ბოლო დღეს. სემინარში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის, თერჯოლის, ბათუმის, მარნეულის და რუსთავის წარმომადგენლებმა.

სემინარის ბოლო დღეს, 23 აპრილს ჩატარდა გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტები მიიღებენ ეროვნულ ან I სამსაჯო კატეგორიას. ეროვნული კატეგრიის მსჯები იმსაჯებენ როგორც თანრიგებს , ასევე საერთაშორისო პროგრამით, ხოლო I კატეგრია მხოლოდ თანრიგებს.

შედეგები ცნობილი იქნება ათი დღის ვადაში და გაეგზავნებათ ელ-ფოსტით შესაბამის რეგიონალურ ფედერაციებს.

სურათები