სპორტული აკრობატიკა: ჩვენი მსაჯერბის წარმატება

მიმდინარე წლის 14-18 თებერვალს, ქ.ვინიცაში (უკარაინა) გაიმართა მსაჯების საერთაშორისო კურსები სპორტულ აკრობატიკაში. ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია, ყველა დისციპლინაში მსაჯებისთვის ატარებს გამოცდებს. მხოლოდ ის მსაჯები ვინც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს იმსაჯებენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო ჩემიონატებზე და ტურნირებზე და ასევე ოლიმპიურ თამაშებზე.

ამ კურსებზე საქრთველოდან მონაწელიობა მიიღო სამმა მსაჯმა. მათ მშვენივრად გაართვეს თავი გამოცდებს, და მიიღეს საერთაშორისო კატეგორიები: ნინო ბერიანიძე მე-3 კატეგორია, დალი ფეიქრიშვილი მე-3 კატეგორია, და მარიამ გიგოლაშვილი მე-4 კატეგორია.

ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს ასეთ წარმატებას, და ვუსურვებთ ყველაფერ საუკეთესოს უკვე ტურნირებზე .