სპორტული აკრობატების წარმატება პორტუგალიაში

მიმდინარე წლის 6-11 სექტემბერს პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა მსოფლიო თასი და საერთაშორისო ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში. მონაწიელობა მიიღო 14 ქვეყანამ მათ შორის იყო საქრთველოს დელეგაციაც, რომელიც დაკომპლექტებული იყო საქართველოს ასაკობრივივი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებით.

ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს ტურნირზე და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:

შერეული წყვილი---ქუთათელაძე თამარი და ზაზაძე საბა,

შერეული წყვილი---შიუკაშვილი მარიამი და ღიბრაძე ლაშა

გოგონათა სამეული---გოგლიძე სოფო, ჩაკვეტაძე ნანა და რიჟამაძე თიკო

ასევე, გათამაშდა გუნდური პირველობა, სადაც მესამე ადგილი მოვიპოვეთ:

შერეული წყვილი---შიუკაშვილი მარიამი და ღიბრაძე ლაშა, გოგონათა სამეული---ომიაძე ლიზი, ბაიდაური ნინო, მღებრიშვილი მარიამი, გოგონათა წყვილი---სილაგაძე ლია და მელია ქრისტინე.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ფედერციის ვიცე-პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი, ასევე იყვნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ნინო ბერიანიძე და დალი ფეიქრიშვილი, და მწვრთნელები: მარიამ გიგოლაშვილი და ეკატერინე ხუბულური.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ აკრობატებს მომავალ ტურნირებზე.

სურათები