საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ 9 მაისს ფედერაციის დაფუძნებიდან 25 წლის იუბილე იზეიმა. VTB არენაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ: ფედერაციის ხელმძღვალობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური კომიეტეტის გენერალური მდივანი ბატონო ემზარ ზენაიშვილი, ვიცე პრეზიდენტები ქალბატონი ნინო სალუქვაძე და ბატონი მამუკა ხაბარელი, და ტანვარჯიშის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობა. ასევე, ღონისძიებას დაესწრენენ ვეტერანი ტანმოვარჯიშეები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა კონსტანტინე ლაშხმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ეროვნული, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბატონმა ლერი ხაბელოვმა, ამის შემდეგ მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები ტანვარჯიშის ოთხივე სახეობაში. ტანვარჯიშის ფედერაციამ ვეტერან სპორტსმენებს გადასცა სიგელები, ქართული ტანვარჯიშის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
ფედრაციამ და ვეტერანებმა გვირგვინით შეამკეს პირველი პრეზიდენტის ბატონ ანზორ ღონღაძის, პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ქალბატონ მედეა ჯუღელის და საქრთველოში ტანვარჯიშის ფუძემდებლების ბატონი გიორგი რცხილაძის და გიორგი ეგნატაშვილის საფლავები.
საღამოს ტანვარჯიშის ფედერაციამ ვეტერანებისთვის და სტუმრებისთვის გამართა საზეიმო ვახშამი.