მხატვრული ტანვარჯიში––ექვსი ოქრო ბუდაპეშტიდან

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში––გრაცია კაპ 2018, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა. შეჯიბრებაში ქართველ ტანმოვარჯიშეთა გამოსვლა ტრიუმფალური გამოდგა.

საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები ჯგუფურ ვარჯიშში ორიოდ თვის წინათ ჩამოყალიბდა. ბუდამეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიაში მეორე ტურნირი იყო. პირველთან შედარებით, ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა უკეთ იასპარეზეს და მრავალჭიდში პირველ ადგილი დაიკავეს 31,300 ქულით, მეორეზე ჩეხეთი გავიდა და მესამეზე ავსტრია. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა: სალომე ურუშაძე, ნატელა ბოლატაევა, ნატალია თაბაგარი, თამარ ხელაძე, ირინა კაკბაძე და მარიამ ყუფუნია (მწვრთნელები: ინგა კიკვაძე, თინათინ ნადირაშვილი), ცალკეულ სახეობებშიც (ხუთი რგოლი, სამი ბურთი და ორი სახტუნაო) ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების ლიდერისათვის ინდივიდუალურ ვარჯიშში, სალომე ფაჟავასთვის (მწვრთნელები: ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე ჯანტეზ) ბუდაპეშტის ტურნირი ბოლო რეპეტიცია იყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ჩვენმა ტანმოვარჯიშემ 71,100 ქულით მრავალჭიდში პირველობა არავის დაუთმო. გარდა ამისა სალომემ პირველი ადგილი დაიკავა რგოლით, გურზებით და ბაფთთით ვარჯიშებში.

ვულოცავთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

სურათები