მიმდინარე წლის 14-17 მაისს ქ.ქუთაისში საქართველოს ტანვარჯისის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში. დებულების თანახმად ვაჟებშიც და გოგონებშიც 5 თანრიგში ჩატარდა შეჯიბრება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 40 ტანმოვარჯიშეს. შეჯიბრების ოფიციალურ გახსნას დაესწრო ქ.ქუთაისი მერი ბ-ნი შოთა მურღულია და სპორტულ დაწესებულებათა განყოფილების უფროსი ქ-ნი ნინო უჩაძე, ასევე საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი და იმერეთის რეგიონის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი გელა გაგუა. აქვე, აღსანიშნავია რომ საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ ადგილობრივ ფედერაციას გადაეცა რამდენიმე საჭირო სპორტული იარაღი და ინვენტარი.
ტურნირი დასრულდა შემდეგი შედეგებით:
გოგონები:
სპორტის ოსტატებში გაიმარჯვა მაგდა რობაქიძემ, მეორეზე იყო ქრისტინე მორჩაძე და მესამეზე თამარი ბარათელი. ოსტატობის კანდიდადტებში გაიმარჯვა მედეა სიმსივემ. დიდიების I თანრიგში პირველი იყო ანი გობაძე, მეორე მარი ბაბუნაშვილი და მესამე თათია მელაძე. დიდების I I თანრიგში პირველზე გავიდა ანანო გრიგორჩუკი, მეორეზე გავიდა ელისაბედ მანაგაძე და მესამეზე ნინო კახაძე. და ბოლოს, დიდების I I I თანრიგში გაიმარჯვა მარიამ ანთაძემ, მეორე იყო თეკლა ხელაია, და მესამე ნატა ყურაშვილი.
ვაჟები:
სპორტის ოსატატებში გაიმარჯვა საბა აბესაძემ, ოსტატობის კანდიდადტებში პირველი ადგილი დაიკავა ბიძინა სიჭინავამ, მეორე იოანე ჯიმშელეიშვილმა და მესამეზე გავიდა ლევან სხილაძე. დიდების I თანრიგში პირველი ადგილი ერგო ნიკა ჭელიძეს, მეორეზე იყო ვატო დუდუჩავა და მესამეზე გიორგი აროშიძე. დიდების I I თანრიგში გაიმარჯვა ნიკა ნოზაძემ, მეორეზე გავიდა დაჩი დოლიძე და მესამეზე ლუკა კვირტია. და რაც შეეხება დიდების I I I თანრიგს აქ გაიმარჯვა მღვდელაძე ლუკამ, მეორეზე გავიდა ლევან აროშიძე და მესამე იყო ლუკა კენჭოშვილი.