დღეს, ჩვენი ოლიმპიელი სალომე ფაჟავა მიემგზავრება ტოკიო2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე. გვინდა ვუსურვოთ სალომეს ბედნიერი მგზავრობა და წარმატებული გამოსვლა. შეგახსენებთ, მხატვრული ტანვარჯიშის ასპარეზობა გაიმართება 6-8 აგვისტოს!

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!