მადლობის წერილი

გასულ კვირას, ქალაქ ბაქოში ჩატარდა FIG მსოფლიო თასი სპორტულ ტანვარჯიშში. მონაწილეებს შორის იყო ჩვენი დელეგაციაც. ფინალების წინა დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შემავალი ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აიკრძალა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და შესაბამისად 14-15 მარტის ფინალები გაუქმდა. ჩვენი დელეგაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, იმისთვის რომ მიეღო რჩევები და რეგულაციები ან ვითარებასთან შესაბამისად. საელჩომ გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ყურადღება, და ასევე დაეხმარნენ დელეგაცუას სხვასხვა საკითხების მოგვარებაში. მადლობას ვუხდით ელჩს, ასევე, გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონ გიორგი ცეკავავასა და ბატონ მალხაზ ხულორდავას. ასევე, აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციამ, საორგანიზაციო კომიტეტმა და UEG– ს პრეზიდენტმა ბ-ნმა ფარიდ გაიბოვმა დაგვეხმარნენ ჩვენი დელეგაციისთვის გარკვეული საკითხების გადაჭრაში და ჩვენი დელეგაციის წევრებისთვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში. მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანიდან და ვუსურვებთ მათ ყველაფერ საუკეთესოს!