საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ, ა/წ 12 - 13 მაისს, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, ჩაატარა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში. სადაც მონაწილეობა მიიღო ათმა ქვეყანამ მათ შორის საქართველომაც. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ ჩათვლაში.