23-26 მარტს ა.შ.შ-ს ქალაქ ლორელში ჩატარდა საერთშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ‘’ფერილენდ კლასიკი’’.
ამ ტურნირეზე მონაწილეობა მიიღეს ბატუტზე ხტომებში საქართველოს ახალაგზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა. მათ მშვენივრად იასაპარეზეს და დაიკავეს უმაღლესი ადგილები.
მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და სოფო დაშნიანი იყვნენ პირველები მათ ასაკობრივ კატეგორიებში, ხოლო მეგი ფარულუამ დაიკავა მეორე ადგილი.
ასევე, სინქრონულ ხტომებში გაიმარჯვეს: დაშნიანი-აფაქიძის და ფარულუა-რაგიმოვის წყვილებმა, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში
გარდა ამისა, ვაჟების ასპარეზობაში, პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრმა ტენგიზ კოშკაძემ. ვულოცავთ ჩვენ ტანმოვარჯიშეების ასეთ მშვენიერ შედეგებს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.
ფედერაციის სახელით, გვინდა მადლობა გადახდოთ ბატონ კონსტანტინე გულისაშვილს, ტურნირის ერთერთ ორგანიზატორს, მისი მასპინძლობისთვის და დახმარებისთვის.