მიმდინარე წლის 8–10 დეკემბერს, ქ. ბაქოში გაიმართა ‘’ბაქოს ღია პირველობა’’ და ‘’აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში’’ სადაც საქართველოდან მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა სპორტსმენებმა.
ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა კაგრად გაართვეს თავი და მოიპოვეს 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.
2010 წელს დაბადებულ ტანმოვარჯიშეებში გაიმარჯვეს: წითაძე ნიამ გოგონებში და ლომთათიძე ნიკამ ვაჟებში. 2008 წელს დაბადებულ ტანმოვარჯიშეებში გაიმარჯვა ანა ლაპიაშვილმა და მეორე გავიდა მაია ბოჭორიშვილი. 2000 წელს დაბადებულ ტანმოვარჯიშეებში გაიმარჯვა მარიამ ეგაძემ. 2011-2012 წლებში დაბადებულ ტანმოვარჯიშეებში პირველ ადგილზე გავიდა მარიამ რაგიმოვი, მეორე იყო მარიამ ჯიქია, და მესამეზე გავიდა ლელა არდოტელი. ახალაგარდულ 13–14 ასაკობრვივ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ: სოფო დაშნიანი და მეგი ფარულუა.
ტანმოვარჯიშეებთან ერთად იმყობებოდნენ მათი მწვრთნელები: როზა ბერიკაშვილი, რეზო გამხოშვილი, ზურაბ კიკნაძე, და ასევე შეჯიბრს მსაჯობდენენ: ლია ხრიკული და ირმა სოლოღაშვილი.
მადლობა გვინდა უთხრათ ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელს ბაქოში ბატონ ქერიმოვს, რომელიც დახვდა დელგაციას და ასევე გაუწია დახმარება .
ვულოცავთ, ტანმოვარჯიშეებს წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.