მარიას წარმატება ვორონინის თასზე

17–20 დეკემბერს, მსოკოვში, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ტურნირში მონაწილეობდნენ გოგონებიც და ვაჟებიც. წელს გოგონებს შორის მონაწილეობა მიიღი ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერმა მარია ხარენკოვამ. გოგონებს შორის ერთამენეთს ეჯიბრებოდა 5 ქვეყნის 40 ტანმოვარჯიშე. მარიამ ძლიან კარგად იასპარეზა და აიღო 5 მედალი. მარიამ აიღო პირველი ადგილი მრავალჭიდში, დვირზე ვარჯიშში და თავისუფალ ვარჯიშში, და ასევე ორი მესამე ადგილი : ბჯენით ხტომებში და ნაირსიმაღლის ორძელზე. აღნიშნული ტურნირი არის მარიასთვის ერთერთი მოსამზადებლი ტურნირი, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის. ვულოცავთ მარიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.