გილოცავთ ქალბატონო რუსუდან

დღეს მ. ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში სპორტული ტანმოვარჯიშის, გუნდურ პირველობაში მსოფლიო ჩემპიონის და თავისუფალი ვარჯიშის მესამე პრიზიორის - რუსუდან სიხარულიძის სახელობის ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ; ვარსკვლავის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ლაშა ჩავლეშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები; რუსუდან სიხაულიძე გახლავთ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ღირსების ორდენის კავალერი.