ზუსტად ერთ კვირში სტარტს აიღებს პარიზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშები. 26 ივლისს იქნება საზეიმო გახსნა. საქართველოს 28 ლიცენზია აქვს მოპოვებული. ამ 28 სპორტსმენს შორის არის ჩვენი ფედერაციის ბატუტზე ხტომებში ეროვნული გუნდის წევრი ლუბა გოლოვინა. ლუბასთვის ეს იქნება მე-4 ოლიმპიური თამაშები. ბატუტზე ხტომებში ასპარეზობა გოგონებს შორის 2 აგვისტოს გაიმართება: 14:00-დან: კვალიფიკაცია 15:50-დან: ფინალი ვგულშემატკივრობთ და წარმატებებს ვუსურვებთ ლუბას!