6-10 მარტს აზერბაიჯანის დედაქლაქმა უმასპინხლა მსოფლიო თასს სპორტულ ტანვატჯიშში, სადაც საქართველოდან წარმოდგენილი იყო ერთი გოგონა : ანი გობაძე) და ორი ვაჟი: იოანე ჯიმშელეიშვილი და ლევან სხილაძე. საკვალიფიკაციო შეჯიბრზე ანი გობაძემ წარმატებულად იასპარეზა ,მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო ფინალში მოხვედრა, ხოლო ვაჟებმა წარმატებული გამოსვლის შედეგად მოიპოვეს ფინალში მონაწილეობის უფლება. იოანე ჯიმშელეიშვილმა ორძელზე და ღერძზე ვარჯიშში, ხოლო ლევან სხილაძემ ორძელზე, რგოლებსა და ტაიჭზე ვარჯიშში იასპარეზეს ფინალში. სამწუხაროდ იოანემ და ლევანიმ ფინალში ვერ შეძლეს საპრიზო ადგილის დაკავება, მაგრამ ეს შედეგი საქართველოს ტანვარჯიშისთვის დიდი წარმატებაა. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და ბევრ წარმატებებს ვუსურვებთ.