ანანოს ვერცხლი

როგორც გუშინ მოგახსენეთ, პორტუგალიაში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირიც. დღეს, ანანო აფაქიძემ გაგვახარა და საერთაშორისო ტურნირზე დაიკავა მეორე ადგილი და დაეუფლა ვერცხლის მედალს. ვულოცავთ ანანოს, და ველით მსოფლიო თასის ფინალს, სადაც დღეს საღამოს იასპარეზებს ლუბა გოლოვინა!