მიმდინარე წლის 12-16 ოქტომბერს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, რომელიც მდებარეობს დიდ დიღომში (აშშ საელჩოსთან--დიღმის ჭალები) გაიმართება საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ვითიბი თასი 2017’’. ''ვითიბი ბანკი'' არის ტურნირის გენერალური სპონსორი.
ეს ტურნირი , პირველად შარშან ჩატარდა, და მასში მონაწილეობა მიიღო 4 ქვეყანამ, წელს მონმაწილეობას მიიღებს უკვე 7 ქვეყანა. მონაწილეთა შორის იქნებიან ევროპის წამყვანი ტანმოვარჯიშეები.
ტურნირის საკვალიფიკაციო ასაპარეზობები დაიწყება 14 ოქტომბერს 11:00 სთ, და საზეიმო გახსნა იქნება 14:30 სთ. 15 ოქტომბერს გაიმართება ფინალები ცალკეულ იარაღებში.
გარდა ამისა პარალელურად გაიმართება საქრთველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში.
ჩემპიონატი დაიწყება 13 ოქტომბერს 14:45 სთ. და ფინალები გაიმართება 15 ოქტომბერს.
ორივე ასპარეზობაზე დასწრება თავისუფალია.
გელით ტანვარჯიშის და ზოგადად სპორტის მოყვარულებს.