ტოჩიბანას სამწვრთნელო კურსი

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ლაშხმა მიმართა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვატანაბეს ,თხოვნით, რომ მოევლინა საქართველოში იაპონელი მწვრთნელი-ექსპერტი, ჩვენი მწვრთნელებისთვის სამწვრთნელო კურსის ჩასატარებლად. ბატონი ვატანაბე დაუკავშირდა იაპონიის ტანვარჯიშის ასოციაციას და მათ მოავლინეს კურსის ჩასატარებლად მწვრთნელი-ექსპერტი ბატონი იასუნორი ტოჩიბანა.

ბატონი ტოჩიბანა ამჟამად მუშაობს იაპონიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მწვრთნელად . წარსულში ის იყო სპორტულ ტანვარჯიშში იაპონიის ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ ტამაშებზე ის იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ერთი კვირის მანძილზე ბატონმა ტოჩიბანამ ჩაუტარა ჩვენ მწვრთნელებს თეორიული და პრაქტიკული სამწვრთნელო კურსები. კურსებს დაესწრნენ არა მარტო სპორტული ტანვარჯიშის მწვრთნელები და ტანმოვარჯიშეები , არამედ, აკრობატიკის და ბატუტზე ხტომების მწვრთნელები და ტანმოვარჯიშეები, და ასევე ჩამოვიდნენ მწვრთნელები საქართველოს სხდადასხვა რეგიონებიდან. ბატონმა ტოჩიბანამ ბრძანა რომ ეს კურსები დაეხმარება მწვრთნელებს მომავალ განვითარებაში და თანამედროვე სამწვრთნელო ტენდეციებში გარკვევაში.

ფედერცია მადლიერებას გამოხატავს ბატონ ტოჩიბანას მიმართ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ასევე მადლობას ვუხდით გაწეული დახმარებისთვის: ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვატანაბეს, იაპონიის ტანვარჯიშის ასოციციას და თარჯიმნებს: მარიამ ბერიძეს და ნიკო ლეჟავას.

სურათები