მიმდინარე წლის 2 ივლისს ქ. ბათუმში აღინიშნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის და საკავშირო კატეგორიის მსაჯის, და სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ბატონი თენგიზ ბოლქვაძის 80 წლის იუბილე.
აგრეთვე, ჩატარდა მისი სახელობის ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის და თბილისის გუნდებმა.
ვულოცავთ ბატონ თენგიზს იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.