
29-30 ოქტომბერს ქ.ტაშკენტში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ (FIG) გამართა თავისი მე-80 კონგრესი და გენერალური ანსამბლეა. 134 წევრი ფედერაციიდან მხოლოდ 75-მა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ქ.ტაშკენტში იმყოფებოდა ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სპორტულ ტანვარჯიში ბ-ნი ბესარიონ გამსახურდია. კონგრესზე განხილულ იქნა შემდეგი საკიტხები: 2012-2013 წლების ფინანსური ბიუჯეტის შესრულება, 2013-2016 ოთხწლედის წინასწარი ფინანსური გეგმის მიღება, აგრეთვე ახალი წევრების მიღება და შემდეგი კონგრესის ადგილმდებარეობის დადგენა. შემდეგი კონგრესი ჩატარდება ტოკიოში 2016 წელს.