ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დღეს ჩატარდა ონლაინ შეხევედრა ''ტანვარჯიში ყველასთვის'' დისციპლინაში. ეს უკვე მე-3 შეხვედრა იყო , პირველ შეხვედრას 8 ივლისს შემოურთდა 27 მონაწილე და მეორე შეხვდრაზე 13 ივლისს 37 მონაწილე. დღევანდელ შეხევდრაზე 19 მონაწილესთან ერტად ასევე ჩართული იყო "ტანვარჯიში ყველასთვის" ტექნიკური კომიტეტის წევრები. შეხვედრას უძღვებოდა ტანვარჯიშის საერთაშორიოს ფედერაციის "ტანვარჯიშის ყველასთვის" კომიტეტის პრეზიდენტი ქალბატონი მარგარეტ სიკკენ ალქვისტი. საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას წარმოდგენდა ფედერციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი და ამავდროულად "ტანვარჯიში ყველასთვის" სპეციალისტი გიორგი გეგეჭკორი. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე მდგომარეობა დისციპლინაში ''ტანვარჯიში ყველასთვის'' და ასევე მომავალი გეგმები.