სპორტული აკრობატების წარმატება პოლონეთში

მიმდინარე წლის 5-10 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ რჟეშოვში ჩატარდა მსოფლიო თასი და საერთაშორისო ტურნირი „აკრო თასი’’ სპორტულ აკრობატიკაში. ტურნირზე მონაწილეობდა 9 ქვეყანა და ასევე კლუბები.

საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ტურნირზე. საქართველო წარმოდგენილი იყო 4 წყვილითა და 4 ჯგუფით . საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა და საბოლოოდ 6 სხვადასვა სინჯის მედალი მოიპოვა. 11-16 ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ გოგონათა სამეული ომიაძე ლიზი , ბაიდაური ნინო, მღებრიშვილი მარიამი (მწვრთნელი მარიამ გიგოლაშვილი) , ასევე შერეული წყვილი იმნაძე გიგა , ჯოხაძე ანი (მწვრთნელი დალი ფეიქრიშვილი და მარინა კალანდაძე) ამავე სახეობაში მეოთხე ადგილი დაიკავეს ღიბრაძე ლაშამ და მარიამ შიუკაშვილმა (მწვრთნელი დალი ფეიქრიშვილი),ხოლო 11-16 ასაკობრივ ჯგუფში გოგონათა წყვილებში მეექვსე ადგილი დაიკავეს სილაგაძე ლიამ და მელია ქრისტინემ (მწვრთნელი ეკა ხუბულური). 12-18 ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედალი მოიპოვა გოგონათა სამეულმა ფოფხძე მარიამ , ჩაკვეტაძე ნანამ და გოგლიძე სოფომ (მწვრთნელი ნინო ბერიანიძე) ამავე ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ნინო მახვილაძემ, თიკო რიჟამაძემ და თიკო თედორაძემ (მწვრთნელი როზა სუპათაშვილი). ასევე ოქროს მედალი მოიპოვა 12-18 ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე ვაჟთა ოთხეულმა: ნუკრი მოდებაძემ, გიორგი კუპატაძემ, საბა ზაზაძემ და რატი ტყემალაძემ(მწვრთნელი ვიქტორია ლებედევა და თენგიზ ცხვარიაშვილი), ასევე მოიპოვა ოქროს მედალი 13-19-ახალგაზრდებში მოასპარეზე ვაჟთა წყვილმა ტარიელ სირაძემ და გიორგი ოქროპირიძემ (მწვრთნელი სვეტლანა ფეიქრიშვილი).

სურათები