პოლონეთის ქ.რჟეშოვში დასრულდა ასაკობრივი და ევროპის ჩემპიონატები სპორტულ აკრობატიკაში, სადაც მონაწილეობას იღებდა საქრთველოს ასაკობრივი ნაკრები (11–16 წ)
და ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.
11–16 ასაკობრივ ჯგუფებში მონაწილეობა მიიღეს შერეულმა წყვილმა , გოგონათა წყვილმა და გოგონათა სამეულმა. ორდღიანი საკვალიფიკაციო შეჯიბრების შემდეგ შერეულმა წყვილმა: ლაშა ღიბრაძემ და მარიამ შიუკაშვილმა იასპარეზეს ფინალურ ეტაპზე და საბოლოოდ მე–5 ადგილზე გავიდნენ (26.000 ქულით), მათ ავარჯიშებს მწვრთნელი: დალი ფეიქრიშვილი. ეს ამ წყვილისთვის ძალიან კარგი შედეგია რადგან მათთვის ეს პირველი ასპარეზობა იყო ევროპის ჩემპიონატზე. ამავე ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდა ასევე გოგონათა წყვილი: მელია ქრისტინე და სილაგაძე ლია (მწვრთნელი: ეკატერინე ხუბულური). გოგონათა წყვილმა ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საბოლოოდ (49.800 ქულით) 23–ე შედეგი აჩვენა, ხოლოდ გოგონათა სამეულმა: მღებრიშვილი მარიამი, ბაიდაური ნინო და ომიაძე ლიზი (მწვრთნელი: მარიამ გოგოლაშვილი) საკვალიფიკაციო ვარჯიშების შემდეგ საბოლოოდ (48.600 ქულით) 28–ე ადგილზე გავიდა.
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი, ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის პირველი სერიოზული სტარტი იყო და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ისინი უკეთეს შედეგს აჩვენებენ.
ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქრთველოს ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში 5 კაცის შემადგენლობით (შერეული წყვილი და გოგონათა სამეული) იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. შერეულმა წყვილმა: საბა ზაზაძემ და თამარ ქუთათელაძემ სამდღიანი ასპარეზობის შემდეგ საბოლოოდ 74.840 ქულით დაიკავა მე–13 ადგილი (მწვრთნელები: ნინო ბერიანიძე და ვიქტორია ლებედევა), ხოლო გოგონათა სამეულმა:
სოფო გოგლიძე, ნანა ჩაკვეტაძე და თინიკო რიჟამაძემ კი 74.030 ქულით მე–12 შედეგით დაასრულეს ასპარეზობა (მწვრთნელები: ნინო ბერიანიძე და როზა სუპატაშვილი).